ზღვასთან ახლოს, გურიის მწვანე მთისწინეთში, გექნებათ საშუალება გაისეირნოთ აღდგენილი ჩაის პლანტაციებში, გაეცნოთ ჩაის მოყვანისა და შეგროვების ტექნიკებს, ასევე შეგეძლებათ პირადად დაკრიფოთ ჩაის ფოთლები.
საკუთარი თვალით ნახეთ, როგორ ამზადებენ ჩაის გრინგოლდის თანამედროვე ჩაის ქარხანაში, რომლის პრემიუმ პროდუქცია მოწონებულია საერთაშორისო ჩაის შემფასებლების მიერ და იყიდება ევროკავშირის ქვეყნებში.
დააგემოვნეთ სხვადასხვა ჩაის სახეობები ადგილზე!
გადაიღეთ უნიკალური ფოტოები!
ჩაის ინტენსიური პროგრამის დასასრულს გაიმართება ტრადიციული გურული სუფრა, გურიის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში, ქალაქ ოზურგეთში.
ლანჩის შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ საქართველოს კულტურის ეროვნული ძეგლი, მდინარე ბჟუჟის გორაზე მდებარე მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი, XV საუკუნეში დაარსებული შემოქმედის უძველესი მონასტერი. საუკუნეების მანძილზე შემოქმედის ტაძარი საეკლესიო საგანძურის საცავი იყო, დღეს ეს უნიკალური ადგილი გურიის უნიკალური ბუნებისა და რწმენის ჰარმონიით არის გამსჭვალული.
ჩაის ტურის დასაჯავშნად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა
შერჩევის არჩევის შედეგად ხდება გვერდის სრული განახლება.